Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/caucala1/public_html/index.php on line 43

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/caucala1/public_html/index.php:43) in /home/caucala1/public_html/index.php on line 59
ცხელი წყალი - Caucasus Solar
2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი  შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს:
 • სტანდარტიზებულ შერჩევას;
 • უნარებისა და ცოდნის კომპლექსური შეფასებას;
 • სახელმწიფო გრანტის გაცემას  საუკეთესო სტუდენტებზე;
 • ფართო არჩევანის შესაძლებლობას.
 
2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილი, ფაკულტეტების მითხოვნის შესაბამისად, მათემატიკის გამოცდას აბარებდა.
სახელმწიფო დაფინანსება გაიცემოდა 3 გამოცდის შედეგით (მათთვის, ინც მეოთხე გამოცდა ჩააბარა გამოთვლისას გამოიყენებოდა მათემატიკისა და უცხოური ენების გამოცდიდან უდიდესი ქულა).