Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/caucala1/public_html/index.php on line 43

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/caucala1/public_html/index.php:43) in /home/caucala1/public_html/index.php on line 59
მზეზე მომუშავე ცხელი წყლის სისტემები - კავკასუს სოლარი

ცხელი წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, ზოგიერთი პროფილის საწარმოსათვის კი მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ცხელი წყლის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია და შესაბამისად ყველა ოჯახში თუ საწარმოში არის ამა თუ იმ ტიპის წყალგამაცხელებელი რომელიც უზრუნველყოფს ცივი წყლის გაცხელებას მისი შემდგომი მოხმარებისათვის.

ბუნებრივ აირზე მომუშავე თანამედროვე გათბობის ქვაბები უზრუნველყოფენ როგორც გათბობას ისე ცხელ წყალს. ოჯახის მიერ წლის განმავლობაში ბუნებრივ არიზე გადახდილი თანხის 50-60% ცხელი წყლის მისაღებად გახარჯულ ბუნებრივ აირზე მოდის. იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ სხვა ტიპის საწვავზე ან ელ. ენერგიაზე მომუშავე გამათბობელით, მაშინ მზის წყალგამაცხელებელი აუცილებელია თქვენი ოჯახისა და/ან საწარმოსათვის, რათა დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხები და მიმართოთ ისინი სხვა მიზნების მისაღწევად.

სწორად შერჩეული და დამონტაჟებული მზის წყალგამაცხელებელი სისტემა საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ცხელი წყლის მიღებაზე მოხმარებული ბუნებრივი აირის ხარჯის 90-95% წლიურად და ამით დაიბრუნოთ თქვენს მიერ მზის წყალგამაცხელებელ სისტემაში გადახდილი თანხა 1.5 -2 წლის განმავლობაში, შემდგომში კი გქონდეთ ცხელი წყალი პრაქტიკულად უფასოდ.

მზის წყალგამაცხელებელი სისტემის მონტაჟის შედეგად თქვენ იღებთ:

1. მნიშვნელოვნად შემცირებულ ბუნებრივი აირის მოხმარებას და შესაბამისად შემცირებულ ხარჯებს;
2. ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ ცხელ წყალს პრაქტიკულად უფასოდ;
3. მზის ენერგიით გაცხელებული წყალს, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის კანზე და ფსიქიკაზე;
4. გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ გარემოს;