Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/caucala1/public_html/index.php on line 43

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/caucala1/public_html/index.php:43) in /home/caucala1/public_html/index.php on line 59
მზიური ელ.ენერგია და გელ აკუმულატორები - კავკასუს სოლარი

ელექტრო ენერგიის გარეშე თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ადამიანს პრაქტიკულად ყველგან და ყოველთვის სჭირდება ელექტრო ენერგია. საქართველოში ჯერ კიდევ არის ადგილები რომელსაც ცენტრალური ელექტრო სისტემა ვერ ფარავს.

მრავალ სფეროში მნიშვნელოვანია ენერგიის ალტერნატიული წყაროებით მისი უწყვეტობის რისკების დაზღვევა.

გლობალური დათბობის შედეგად კატასტროფული სისწრაფით იცვლება კლიმატი და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება გარემოზე ზრუნვა, ნავთობის მოხმარების შემცირება და შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილისათვის არსებობს მზის ფოტოელექტრული პანელები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ელექტრო ენერგია პრაქტიკულად ყველგან სადაც კი არის მზე.